დები

დები

თბილისის ძველი უბანი — „სოლოლაკი“.
სოლოლაკში ყველა სახლი საკუთარ ისტორიას ატარებს.
ძველი, ეზო-ხის აივნები ოდნავ დახრილია, კიბეები ჭრიალებს, ფანჯრები კი ერთმანეთის ცხოვრებას უყურებენ.

 

და ერთ-ერთ ასეთ სახლში დაიწერა  ერთი პატარა ამბავი…  

 

სახლი ძველია.                             

 

ჭრიალა იატაკი – ლაქის და დროის სუნით

 

ჭერი მაღალია, კედლები სქელი, დრო — შენელებული.

 

ფანჯარა დიდია და ყოველთვის ოდნავ ღია.
არა ჰაერისთვის – ინფორმაციისთვის.

 

მთავარი ოთახი- ოთახის ცენტრში მაგიდა, თეთრი ნაქარგი სუფრა, რომელიც სულ ფორმაშია.
კედელზე საათი კიდია, რომელიც ოდნავ წინ მიდის —
მარტას  გადაწყვეტილებით.

 

სერვანდი – „საყველაფრო“ მადონას სერვიზი. ქაოსურად დალაგებული

მანანა, მთავარ მაგიდას ხშირად იყენებს,  სამუშაო მაგიდად, რომელზეც  წიგნები, სტუდენტების ნამუშევრები კალმები, ხშირად შეგხვდებათ.

მართას დურბინდი — ყოველთვის ხელმისაწვდომ მანძილზე, ფანჯრის მოაჯირზე ბინადრობს!

 

ამ ორი ადამიანის ურთიერთობაში წესრიგი ყოველთვის სწორ მხარეს დგას: მართასთან.

 

მართა წყვეტს, როდის უნდა ჭამოს მანანამ, რა ჩაიცვას, რა … და რა …

 

მანანა ამას „სიამოვნებით, იზიარებს იმიტომ რომ… ასეა. „ოჯახში მშვიდობა“ ზოგჯერ მკაცრ დიქტატურაზეა აშენებული, უბრალოდ მას „ზრუნვა“ ჰქვია მათ ოჯახში.

 

სოლოლაკში ყველა სახლს, თავისი ისტორია აქვს…

აი ასე ცხოვრობენ — ორდა ერთი ძაღლი – რომეო.
ერთს სჯერა ადამიანების, მეორეს — ადამიანების „შესაძლო დანაშაულების“.
და თუ სოლოლაკში ოდესმე გიგრძნია, რომ ფანჯარა გიყურებს… დიდი შანსია, უბრალოდ მართაა.

Tags: