მართა

სახელი – მართა
ასაკი-
57 წლის
პროფესია- ბიოლოგი, უფროსი ლაბორანტი

აწ უკვე ოფიცილური „დიასახლისი“— არაოფიციალურად — უბნის სტრატეგიული ანალიტიკოსი.

დახასიათება

/ მახასიათებელი

ზედმეტად “მზრუნველი”, ინტელიგენტი, ამიტომაც ყველას ეშინია მისთვის პირდაპირი “არა”-ს თქმის. განსაკუთრებით — მანანას.  მუდმივად მსჯელობს ხმამაღლა.

ის როცა ერთ  წარბს ოდნავ აწევს ეს საკმარისია ამინდის დასაძაბად.

/ უყვარს

მისი ძაღლი, მანანა  და დურბინდი მისი მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც სოციალური დაზვერვის მოწყობილობაა.

/ უნარები

მას შეუძლია ფანჯრიდან განსაზღვროს, ვინ დაბრუნდა სახლში გაბრაზებული და ვინ — ბდნიერი.

/ მთავარი საქმეა

სხვისი ცხოვრება — სრულ განაკვეთზე, შესვენების გარეშე. იცის, ვინ ვისთან ავიდა, ვინ ვის გამოემშვიდობა, ვინ რატომ მოიტანა ორი პარკი და რატომ არა ერთი. ის არ ჭორაობს — “აანალიზებს სიტუაციას”.

/ და კიდე

სახლის მომმარაგებელი,

სახლი — მისი ლაბორატორია!

უბანი — მისი საველე კვლევა.

მართასთვის წესრიგი არის სერიოზული საკითხი:

სუფთა მაგიდა, სწორად დაკეცილი პირსახოცები, და ინფორმაცია — ყოველთვის დროულად.