თბილისის ძველი უბანი — „სოლოლაკი“.
სოლოლაკში ყველა სახლი საკუთარ ისტორიას ატარებს.
ძველი, ეზო-ხის აივნები ოდნავ დახრილია, კიბეები ჭრიალებს, ფანჯრები კი ერთმანეთის ცხოვრებას უყურებენ.
და ერთ-ერთ ასეთ სახლში დაიწერა ერთი პატარა ამბავი…
სახლი ძველია.
ჭრიალა იატაკი – ლაქის და დროის სუნით
ჭერი მაღალია, კედლები სქელი, დრო — შენელებული.
ფანჯარა დიდია და ყოველთვის ოდნავ ღია.
არა ჰაერისთვის – ინფორმაციისთვის.
მთავარი ოთახი- ოთახის ცენტრში მაგიდა, თეთრი ნაქარგი სუფრა, რომელიც სულ ფორმაშია.
კედელზე საათი კიდია, რომელიც ოდნავ წინ მიდის —
მარტას გადაწყვეტილებით.
სერვანდი – „საყველაფრო“ მადონას სერვიზი. ქაოსურად დალაგებული
მანანა, მთავარ მაგიდას ხშირად იყენებს, სამუშაო მაგიდად, რომელზეც წიგნები, სტუდენტების ნამუშევრები კალმები, ხშირად შეგხვდებათ.
მართას დურბინდი — ყოველთვის ხელმისაწვდომ მანძილზე, ფანჯრის მოაჯირზე ბინადრობს!
ამ ორი ადამიანის ურთიერთობაში წესრიგი ყოველთვის სწორ მხარეს დგას: მართასთან.
მართა წყვეტს, როდის უნდა ჭამოს მანანამ, რა ჩაიცვას, რა … და რა …
მანანა ამას „სიამოვნებით, იზიარებს იმიტომ რომ… ასეა. „ოჯახში მშვიდობა“ ზოგჯერ მკაცრ დიქტატურაზეა აშენებული, უბრალოდ მას „ზრუნვა“ ჰქვია მათ ოჯახში.
სოლოლაკში ყველა სახლს, თავისი ისტორია აქვს…
აი ასე ცხოვრობენ — „ორნი“ და ერთი ძაღლი – რომეო.
ერთს სჯერა ადამიანების, მეორეს — ადამიანების „შესაძლო დანაშაულების“.
და თუ სოლოლაკში ოდესმე გიგრძნია, რომ ფანჯარა გიყურებს… დიდი შანსია, უბრალოდ მართაა.