აუდიტორია 15 არის არტ-სივრცე, რომელიც ქმნის ხელით დახატული პერსონაჟების სამყაროს.
ჩვენთვის მთავარი არის ადამიანი — მისი ხასიათი, ჩვევა, წინააღმდეგობა, იუმორი.
ჩვენ ვქმნით პერსონაჟებს, რომლებიც ცხოვრობენ რეალურ გარემოში. ისინი ნამდვილი ადამიანები არიან — ისეთი, როგორსაც ყოველდღე ვხვდებით.
„ჩვენი ბრენდის აქტორი არის პერსონაჟი — პროდუქტი მის გარშემო იქმნება.“
ყველაფერი იწყება ფუნჯით, ხელით დახატული პერსონაჟებით.
ვქმნით ხასიათს და ვაცოცხლებთ
პერსონაჟის ხასიათიდან, იბადება ამბავი.
ამბავი ვითარდება სერიებად, ეპიზოდებად და თემატურ სამყაროებად.
ჩვენ ვქმნით ხასიათებს. მათ აქვთ ჩვევები, პრინციპები, მიზნები, სისუსტეები და „ბევრი“ სიმართლე.
ეს არის ისტორიები, სადაც ძველი და ახალი ერთიანდება.
ნოსტალგია და თანამედროვე რეალობა ერთ სივრცეში ხვდება.
სითბო და რბილი სატირა ერთმანეთს ავსებს.
ღიმილი ბუნებრივია, რადგან პერსონაჟები ნაცნობები არიან.
ეს ისტორიები კონკრეტულ დროს არ ეკუთვნის.
ისინი ცხოვრობდნენ მაშინ.
ცხოვრობენ ახლა.
და იცხოვრებენ მომავალშიც.
პერსონაჟები გადადიან ნივთებზე.
ნივთი ხდება ისტორიის მატარებელი.
თუ პერსონაჟი შეგიყვარდა, ის შენთან ერთად აგრძელებს ცხოვრებას.
თუ ვიღაცას გაგახსენებს, ის იმ სივრცეშიც იცხოვრებს.
პერსონაჟი არის ნამდვილი.
ისტორია — მისი ბუნებრივი გაგრძელება.
ხოლო პროდუქტი — ფორმა, რომელშიც ის ცოცხლდება.