სახელი – მართა
ასაკი- 57 წლის
პროფესია- ბიოლოგი, უფროსი ლაბორანტი
აწ უკვე ოფიცილური „დიასახლისი“— არაოფიციალურად — უბნის სტრატეგიული ანალიტიკოსი.
ზედმეტად “მზრუნველი”, ინტელიგენტი, ამიტომაც ყველას ეშინია მისთვის პირდაპირი “არა”-ს თქმის. განსაკუთრებით — მანანას. მუდმივად მსჯელობს ხმამაღლა.
ის როცა ერთ წარბს ოდნავ აწევს ეს საკმარისია ამინდის დასაძაბად.
მისი ძაღლი, მანანა და დურბინდი მისი მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც სოციალური დაზვერვის მოწყობილობაა.
მას შეუძლია ფანჯრიდან განსაზღვროს, ვინ დაბრუნდა სახლში გაბრაზებული და ვინ — ბდნიერი.
სხვისი ცხოვრება — სრულ განაკვეთზე, შესვენების გარეშე. იცის, ვინ ვისთან ავიდა, ვინ ვის გამოემშვიდობა, ვინ რატომ მოიტანა ორი პარკი და რატომ არა ერთი. ის არ ჭორაობს — “აანალიზებს სიტუაციას”.
სახლის მომმარაგებელი,
სახლი — მისი ლაბორატორია!
უბანი — მისი საველე კვლევა.
მართასთვის წესრიგი არის სერიოზული საკითხი:
სუფთა მაგიდა, სწორად დაკეცილი პირსახოცები, და ინფორმაცია — ყოველთვის დროულად.